четверг, 20 ноября 2014 г.

რეფლექსია- მეცხრე დღე

და აი, დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი. დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად დავასრულე პორტფოლიოზე მუშაობა. ჯგუფის წევრები  გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
მთლიანობაში ტრენინგი საკმაოდ საინტერესო, შრომატევადი და ნაყოფიერი იყო.
დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დათოს გაწეული, დაუზარელი, სამუშაოსათვის.

вторник, 18 ноября 2014 г.

რეფლექსია–მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ შეფასებებზე. შევარჩიე  ჩემი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების  რუბრიკები.
ტრენინგი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს,შევეცადეთ არ გამოგვრჩენოდა არანაირი ხარვეზი.
დღე საკმაოდ დატვირთული გვქონდა.

суббота, 15 ноября 2014 г.

რეფლექსია–მეშვიდე დღე

დღეს ინტერნეტთან წვდომა ცუდად გვქონდა. მიუხედავად ამისა დღე შრომატევადი იყო. გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციებს, გავუზიარეთ აზრები, შემდეგ კი შევქმენით პროექტის პორტფოლიო, ვიმუშავეთ  დიზაინ მენიუზე.

воскресенье, 9 ноября 2014 г.

რეფლექსია-მეექვსე დღე


კვლავ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. განვიხილეთ  სხვდასხვა რესურსები,საბაზო უნარჩვევები. მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდით DRIVE-ზე მუშაობას. ხელმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი პორტფოლიოს ნახვა. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს იმისთვის, რომ არის დაუღალავი და უშრეტი ენერგიის პატრონი.

პროექტის პორტფოლიო

суббота, 8 ноября 2014 г.

რეფლექსია-მეხუთე დღე

დღე შაბლონების განხილვით დავიწყეთ, დროის დანარჩენი ნაწილი დავუთმეთ მიმართულების მიმცემ  საკვანძო კითხვებზე მუშაობას. განვიხილეთ და ერთმანეთისგან განვასხვავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

среда, 5 ноября 2014 г.

რეფლექსია მეოთხე დღე

ტრეინინგზე ვერ მოვასწარი რეფლექსიის დაწერა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. ვისწავლეთ დრაივზე მუშაობა და შაბლონების შექმნა.

суббота, 1 ноября 2014 г.

რეფლექსია-მესამე დღე


ტრეინინგი უფრო და უფრო საინტერესო ხდება. თუ წინა შეხვედრაზე განვიხილეთ პროექტის მონახაზები, დღეს უკვე დავიწყეთ წერა. ვიმუშავეთ პროექტის თემაზე, მიზნებსა და სტანდარტზე.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.